სან-პედრო (კოტ-დ’ივუარი)
ქალაქი | |
---|---|
სან-პედრო ფრანგ. San-Pédro | |
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
ოლქი | ქვემო სასანდრა |
კოორდინატები | 4°44′45″ ჩ. გ. 6°38′00″ დ. გ. / 4.74583° ჩ. გ. 6.63333° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1 მ |
მოსახლეობა | 164 944 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
სან-პედრო (ფრანგ. San-Pédro) — ქალაქი კოტ-დ’ივუარის სამხრეთ-დასავლეთში. იგი ასევე ქვემო სასანდრის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს ოლქის სამხრეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის სანაპიროზე, მასში მდინარე სან-პედროს ჩადინების ადგილიდან დასავლეთით, დაახლოებით 270 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროდან. აბსოლუტური სიმაღლე — ზღვის დონიდან 0 მეტრი[1].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 131 800 ადამიანს[2], ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 164 944 ადამიანს.[3][4] ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1975 | 1988 | 1998 | 2014 |
---|---|---|---|
31 606 | 70 601 | 131 800 | 164 944 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. სან-პედროს შემოგარენში მოჰყავთ ჰევეა (ლათ. Hēvea brasiliēnsis), ზეთოვანი პალმა (ლათ. Elaeis guineensis), კაკაო და სხვა კულტურები. ქალაქის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სან-პედროში მდებარეობს კოტ-დ’ივუარის მეორე დიდი პორტი, რისი საშუალებითაც ძირითადად ხორციელდება ქვეყანაში ნაწარმოები კაკაოს მარცვლების დიდი ნაწილის ექსპორტი.
ქალაქიდან 2 კმ-ში დასავლეთით მდებარეობს სან-პედროს აეროპორტი (ICAO: DISP, IATA: SPY)[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 San-Pedro, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
- ↑ San-Pédro. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)